Friday, October 6, 2017

მეეცხრე დღის რეფლექსია

თვალი გადავავლეთ ჩვენს ბლოგზე მოთავსებულ საქაღალდეებს, გავაკეთეთ 3-4 წუთიანი პრეზენტაცია ჩვენი თემის ირგვლივ, მოვუსმინეთ ერთმანეთს და
მივეცით უკუკავშირი.

Sunday, October 1, 2017

მეერვე დღის რეფლექსია

გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესში და სწავლის შეფასების მიზნით. დავათვალიერეთ სასწავლო  პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
ჩვენი საქაღალდე თავისი საქაღალდეებით გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე.

Saturday, September 30, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავუზიარეთ ერთმანეთს საშინაო დავალება. გავეცანით სახელმძღვანელოს მე-6 მოდულს:დაგეგმვა  მოსწავლის წარმატებისათვის თავისი აქტივობებით.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების  მეთოდიკაში გავრცელებულ 4 დონეს. შევქმენითპრეზენტაციის შაბლონი

Sunday, September 24, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

მოვისმინეთ მოსწავლეთა ნამუშვრის შესაბამისი სლაიდები, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით/ გავეცანით  შეფასების რუბრიკების ნიმუშებს და შევარჩიეთ ჩვენი თემისთვის შესაბამისი/

Saturday, September 23, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ინტერნეტი როგორც არა მარტო საკომუნიკაციო საშუალება არამედ როგორც რესურსი. ჩამოვაყალიბეთ თუ როგორ უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა ნამუშევრების პრეზენტაცია. მოგვეცა დავალება.

Thursday, September 14, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.
მოვუსმინეთ ერთმანეთს და ჩვენი თემის მიხედვით შევადგინეთ შეფასების მოკლე მონახაზი.

Tuesday, September 12, 2017

მესამე დღის რეფლექსია

შევარჩიეთ პროექტის თემის შესაბამისი სტანდარტი თავისი ინდიკატორებით შევადგინეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები